საიას აჭარის ფილიალის ახალ თავმჯდომარედ პაატა დიასამიძე აირჩიეს

08 მარტი 2020, 14:31 1919 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ახალი თავმჯდომარე პაატა დიასამიძე გახდა.იგი საიას აჭარის ფილიალის გამგეობამ ხუთკაციანი შემადგენლობით, ერთხმად აირჩია. ამბობს,რომ  2020 წელი გამოწვევების წელია  არჩევნებისა და აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენების გამო, რა საკითხებშიც არასამთავრობო ორგანიზაცია  მაქსიმალურად  იქნება ჩართული.

საიას აჭარის ფილიალს 2018 წლის 17 მარტიდან ანნა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ზედიზედ ორჯერ აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა  ამოეწურა. საიას აჭარის ფილიალის წესდება კრძალავს ერთი და იგივე პირის მესამე ვადით არჩევას. ანნა მდინარაძე   კერძო საადვოკატო საქმიანობის დაწყებას გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში