სადეზინფექციო სამუშაოები სკოლებში

08 მარტი 2020, 11:35 1358 ნახვა

ბათუმში, კერძო და საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში, კვების ობიექტებსა და სხვა   დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარებით მუშავდება შენობები და ის ნივთები, რომლებთანაც საჯარო სივრცეში ადამიანებს შეხება აქვთ.

სადეზინფექციო სამუშაოები კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება.  სპეციალური სამსახურების მიერ  საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავების შემდეგ დაწესებულებები დეზინფექციას საკუთარი ძალებით ჩაატარებენ.  საჭიროების შემთხვევაში არდადეგების  გახანგრძლივებას არ გამორიცხავენ.    სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში 16 მარტამდეა შეჩერებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში