აქცია გონიოში საკარანტინო ზონის გადატანის მოთხოვნით

08 მარტი 2020, 11:49 1290 ნახვა

გონიოში, საკარანტინო სივრცესთან გამართული აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პასუხობს. ნინო ნიჟარაძის თქმით, კარანტინში მყოფი პირები არიან ჯანმრთელები, შესაბამისად ისინი დაავადების გამავრცელებლები ვერ იქნებიან. ნიჟარაძე მოსახლეობას დამატებითი საკარანტინო სივრცის მოძიებაში დახმარებას სთხოვს.  ეს პირები შენობიდან არ გამოდიან, ვიმეორებ არიან ჯანმრთელები და გარეტერიტორია არ საჭიროებს დეზინფექციას.

მჭიდრო კონტაქტი, რაც საფრთხედ განიხილება, მაქსიმუმ ორი მეტრი და ხანგრძლივი კომუნიკაცია არ ფიქსირდება.როგორც იცით გონიოში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა კარანტინის სხვაგან გადატანის მოთხოვნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში