გაუმარჯოს საქართველოს! - გიგა ჭიკაძის ემოციური გამარჯვება

08 მარტი 2020, 15:15 2674 ნახვა

31 წლის MMA მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეორე ბრძოლა გამართა და მეორე გამარჯვება ამერიკელი ჯამალ ემერსის წინააღმდეგ იზეიმა.ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართა და ქართველმა მეტოქე 3-რაუნდიანი პაექრობის შემდეგ დაამარცხა.

პირველი და მეორე რაუნდი წმინდად ჭიკაძემ მოიგო, მესამე რაუნდში კი დაღლა დაეტყო, თუმცა საწყის რაუნდებში გამარჯვების ხარჯზე მოგება მას დარჩა. გამარჯვების შემდეგ გიგამ შეძახილით საქართველოს გაუმარჯოს! გულშემატკივრებს მიმართა.  კარიერაში გიგას 10 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც 8 მოიგო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში