თბილისში ძიუდოს გრან-პრი გაუქმებულია - კორონავირუსის პრევენცია

10 მარტი 2020, 10:39 1702 ნახვა

თბილისში, ძიუდოს გრან-პრი გაუქმებიულია. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განცხადება გააკეთა. ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2020 წლის აპრილამდე ჩანიშნული ყველა ტურნირის, მათ შორის თბილისის გრან-პრის და ეკატერინბურგის გრან-სლემის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

კორონავირუსის კრიზისის და ბევრ ქვეყანაში მდგომარეობის არევის, აგრეთვე, მგზავრობის და საჯარო თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო, ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება, რომ დაემორჩილოს მსოფლიო მასშტაბით არსებულ უსაფრთხოების ფორმებს. საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა ოლიმპიადის ყველა საკვალიფიკაციო ტურნირის გაუქმება, რომელიც 30 აპრილამდე იყო ჩანიშნული ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირები მოიცავდა ეკატერინბურგის გრანდ-სლემს, თბილისის გრან-პრის და სხვადასხვა კონტინენტურ, თუ ადგილობრივ ტურნირებს.

დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება. თბილისის გრან-პრი ოლიმპიურ სასახლეში 27-29 მარტს უნდა ჩატარებულიყო, სადაც უკვე რეგისტრირებული იყო 89 ქვეყნის 381 მამაკაცი და 285 ქალი ძიუდოისტი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში