ქობულეთისა და ბათუმის მეხანძრეები ცეცხლს დილის 4 საათამდე ებრძოდნენ

10 მარტი 2020, 10:34 3251 ნახვა

გუშინ, 9 მარტს, გვიან ღამით, ქობულეთში ე.წ. ყოფილი აეროდრომზე ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი ეკალბარდებს საკმაოდ დიდ პერიმეტრზე მოედო და მისი ლიკვიდაციისათვის მეხანძრეებს რამოდენიმე საათი დასჭირდათ.

ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, ქობულეთისა და ბათუმის მეხანძრეები ცეცხლს დილის 4 საათამდე  ებრძოდნენ. 

პროცესს ძლიერი ქარი ართულებდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 7 ჰექტარი ტერიტორია.

ფოტო: დეპუტატ კობა ნაკაიძის ფეისბუქ გვერდიდან 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში