ნიდერლანდელ ტურისტს მესამე დღეა ვერ პოულობენ, ძიებაში მყვინთავებიც ჩაერთნენ

10 მარტი 2020, 12:29 2485 ნახვა

ქუთაისში მაშველები ამ დრომდე ეძებენ  გაუჩინარებულ ტურისტს, რომელიც ნიდრელანდიდან დასასვენებლად იყო ჩამოსული.  სამდღანუ მუშაოების შემდეგ, სამაშველო ოპერაცია მდინარე რიონში დაიწყო.  კამერების ჩანაწერებით  ირკვევა, რომ  ბოლოს, 7 მარტს,  23 წლის ახალგაზრდა სწორედ აქ იმყოფებოდა.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  დილიდან სამძებრო სამუშაოებში თბილისის  სწრაფი რეაგირების სამმართველოს მყვინთავები ჩაერთნენ.

ნიდერლანდებიდან ჩამოსული ახალგაზრდა  კაცი 7 მარტს გაუჩინარდა.  ის  მეგობრებთან ერთად ერთ- ერთ რესტორანში  იმყოფებოდა, საიდანაც გავიდა და  ის ვეღარ იპოვეს.

 „სტუმრები ქუთაისში 6 მარტს მივიღეთ,  ისინი აჭარიდან, კურორტ გოდერძიდან ჩამოვიდნენ. სიმი და მისი მეგობარი სასტუმროდან 7 მარტს სავახშმოდ გავიდნენ და ცოტაც დალიეს. დაახლოებით  ღამის 12 საათი იქნებოდა, როცა რესტორნიდან გამოვიდნენ “ - გვიყვება სასტუმროს მენეჯერი თამუნა კვანტალიანი.  მისი თქმით,  მეგობრებმა ერთანეთი რესტორნის დატოვების შემდეგ, მოედანზე დაკარგეს. გაუჩინარებული სიმ ვიგერის მეგობარი სასტუმროში დაბრუნდა და მას დილის 07 საათამდე ელოდებოდა, რომ აღარ დაბრუნდა  დასახმარებლად  112-ში  დარეკა. 

თამუნა კვანტალიანის ინფორმაციით,  გაუჩინარებული ახალგაზრდას  მშობლები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. შვილს მთელი ქუთაისის მასშტაბით ეძებენ. დღეს კი ისინი   პოლიციის განყოფილებაში სამძებრო ღონისძიებების შედეგებს და სავარაუდო ვერსიებს გაეცნობიან. 

გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებს პოლიცია და მყვინთავებიც.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ  რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში