33 ანალიზიდან კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა - საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა

10 მარტი 2020, 12:04 1578 ნახვა

ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს  8  პირის ანალიზის  პასუხს ელოდებიან. რაც შეეხება ბათუმის ინფექციურ საავდმყოფოში მოთავსებულ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამ დროისთვის უცვლელი რჩება დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში - 15 დადასტურებული შემთხვევაა.  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს  დირექტორის  განმარტებით, გუშინ 33 პაციენტს 2 ეტაპად ჩაუტარდათ ტესტირება ვირუსის არსებობაზე და ყველა მათგანის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. კარანტინის რეჟიმში რჩება 178 ადამიანი. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში