15-დღიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაურები დღეს ბათუმში დაბრუნდებიან 

10 მარტი 2020, 15:07 2084 ნახვა

15 დღიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ბრუნდებიან - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მეზღვაურები ბათუმის აეროპორტში რამდენიმე საათში ჩამოფრინდებიან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეზღვაურებს, რომლებიც 6 მარტს გაათავისუფლეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ და სხვა საჭირო პროცედურებიც გაიარეს.

თამარ იოსელიანის განცხადებით, გემთმფლობელმა მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად ყველაფერი გააკეთა. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები მეზღვაურებს საქართველოში თავად ჩამოიყვანენ.

9 მეზღვაური, მათ შორის 4 ქართველი, აფრიკის სანაპიროსთან 20 თებერვალს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე ALPINE PENELOPE-ზე მეკობრეების თავდასხმის შედეგად დაატყვევეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში