ქედაში მეხანძრეებთან ერთად ცეცხლს მოქალაქეებიც ებრძვიან

10 მარტი 2020, 15:36 1593 ნახვა

ქედაში მეხანძრეები ცეცხლს ებრძვიან, ისევე როგორც ქობულეთსა და გურიაში, ცეცხლი სოფელ წონიარისში ეკალბარდებს გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობას ადგილობრივებიც იღებენ.

თვითმმართველობის ინფორმაციით, ცეცხლი  მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. ამ დროისთვის უცნობია თუ რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში