რომიდან ჩამოყვანილი საქართველოს 156 მოქალაქე კარანტინში მოათავსეს

10 მარტი 2020, 22:04 1726 ნახვა

იტალიიდან სპეციალური რეისით საქართველოში 156 მოქალაქე ჩამოიყვანეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი დაეშვა.

თვითმფრინავში მყოფ მოქალაქეებს შემოწმება გამოფრენამდე ჩაუტარდათ, პროცედურები გაიარეს თბილისის აეროპორტშიც და სპეციალური ავტობუსით გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში. 

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. იტალიაში ნამყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინში 14 დღეს გაატარებენ.

მოქალაქეებს შორის იყვნენ ბავშვებიც და ასაკში მყოფი პირებიც. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში