თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

11 მარტი 2020, 10:07 5495 ნახვა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ევროპიდან დაბრუნებულ თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, პაციენტი სრულ იზოლაციაში იყო. მისივე თქმით, კორონავირუსი საზოგადოებაში არ გავრცელდება, რადგან ამისთვის შესაბამის ზომებს იღებენ.

პირველი შემთხვევა დადასტურდა ბოლივიაშიც.

ბოლო ერთ დღეში ირანში კორონავირუსით 54 ადამიანი დაიღუპა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები გაიზარდა დიდ ბრიტანეთში. ინფიცირებულთა შორისაა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი. 36-მდეა გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში, საფრანგეთში კი გარდაცვალების 33 შემთხვევა დასტურდება. შემთხვევებმა იკლო  ჩინეთში.

რაც შეეხება იტალიას, აქ ვირუსით დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 168-ით გაიზარდა. სულ გარდაცვლილია 631 ადამიანი. 1004 პაციენტი  გამოჯანმრთელდა.

კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება 800-ზე მეტი ადამიანი.

 

 

 

 

 

 

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში