რომიდან ჩამოსულ 7 მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა 

11 მარტი 2020, 10:48 1501 ნახვა

გუშინ, 10 მარტს, თბილისში რომიდან ორი სპეცრეისი ჩამოფრინდა. საქართველოში 200 მოქალაქე დაბრუნდა. 7 მათგანს მარალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და ისინი აეროპორტიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

დღეს პაციენტებს დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ.

იტალიიდან დაბრუნებულმა მგზავრებმა ქვეყანაში შემოსვლისთანავე, ყველა საჭირო და აუცილებელი პროცედურა გაიარეს, რის შემდეგაც ისინი  საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში