სოფელ ჯოჭოში ხანძარია

11 მარტი 2020, 11:57 1558 ნახვა

ხანძარია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელს ზედა ჯოჭოში. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:  წალენჯიხის  სოფლებში, ეწერსა და ჩხოროწყუს 7 სოფელში, მარტვილში გურიაში, ქობულეთში, ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში. ასევე კახეთში.

ღია კერები აღარ არის სამეგრელო-წალენჯიხის და რაჭა-ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში