კორონავირუსს დღეიდან ბათუმშიც დაადგენენ - აჭარაში კარანტინში 30 ადამიანია

11 მარტი 2020, 12:18 2632 ნახვა

კორონავირუსზე ანალიზის გაკეთება აჭარაშიც იქნება შესაძლებელი. მოლეკულური დიაგნოსტიკა 11 მარტიდან დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ყველა სინჯი არ გადაიგზავნება და ადგილზე მოხდება კვლევა.

ცნობილია, რომ ლაბორატორია ასევე დასავლეთ საქართველოს მოემსახურება. 

აჭარის მაუწყებელს ლაბორატორიაში უთხრეს, რო ამ დროისთვის არცერთი სინჯი შესული არ არის. 

''ჩვენი ლაბორანტები და მთლინად სამსახური მობილიზებული და გადამზადებულია იმისთვის, რომ კვლევები ჩავატაროთ. მოლეკულური დიაგნოსტიკის სახით და მაქსიმუმ სამ საათში დავაზუსტოთ აქვს თუ არა პაციენტს კორონავირუსი'' - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ნინო გუგუშვილმა.

გონიოში კარანტინში ამ ეტაპზე 30 ადამიანი რჩება. 

საქართველოში კორონავირუსი 23 მოქალაქეს დაუდასტურდა.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში