სამხედრო სამსახურში გაწვევა დროებით გადაიდო

11 მარტი 2020, 14:36 2937 ნახვა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადაიდო. 

ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით პირველ აპრილამდე გადაიდო 

დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ორს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები. კარანტინში  რჩება 126  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 46 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში