ბათუმის აეროპორტში მგზავრებს თერმოკამერით შეამოწმებენ

11 მარტი 2020, 17:10 2611 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი თერმოკამერა დამონტაჟდა. გადაწყვეტილება კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღეს. 

მსგავსი კამერები დაიდგა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებშიც. 

თერმოკამერების მეშვეობით აეროპორტებში ჩამომფრენი მგზავრების სკანირება უკონტაქტოდ ხდება.

''თერმოკამერების მაღალი სიზუსტე განპირობებულია იმით, რომ კამერა სკრინინგის პროცესში იყენებს თერმულ ეტალონებს. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა, ინფორმაცია კამერაზე დაერთებული კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდება ოპერატორს, რომელიც თავის მხრივ გადასცემს ინფორმაციას შესაბამის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის'' - აცხადებენ აეროპორტების გაერთაინებაში. 

პრევენციული ღონისძიებები საქართველოს აეროპორტებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში