ბათუმში ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11 მარტი 2020, 19:34 2823 ნახვა

დღეს, 11 მარტს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუგინდა - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ადასტურებს.

პაციენტის ანალიზების პასუხი, რომელიც შუადღით გაიგზვანა ლაბორატორიაში, უარყოფითია. 

ახალგაზრდა ქალი, რომელიც იტალიიდან 2 მარტს დაბრუნდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დღეს მას 37.3 ხაზი ცხელება დაუფიქსირდა. რისკჯგუფის ქვეყნიდან ჩამოსული ქალის ანალიზები სასწრაფოდ გაიგზავნა ლაბორატორიაში. 

იგი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში