უკრაინის დელეგაცია – შეხვედრა ბათუმის საკრებულოში

22 სექტემბერი 2016, 00:00 3835 ნახვა

გამოცდილების გაზიარება და რეფორმების გაცნობა არის უკრაინული დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი. ბათუმში უკრაინელი ჟურნალისტებით და არასამტავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული ჯგუფი იმყოფება. ისინი დღეს ბათუმის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. დაგეგმილია დელეგაციის სტუმრობა სხვადასხვა უწყებაში. შეხვედრა პროექტის ~საქართველოს გამოცდილება ადგილობრივი თემებისთვის~ ფარგლებში იმართება, რომელსაც უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია `ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი~ ახორციელებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში