არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა - ამირან გამყრელიძე

12 მარტი 2020, 15:53 4620 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმედის ეთერში განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა.

„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი, მზად უნდა იყოს კერძო სექტორი. დღეს საქართველოში ჰოსპიტალების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებთ მათ მფლობელებს და მმართველებს, რომ ამ დროს მთავარია სოლიდარობა, ე.წ. საზოგადოებრივ-კერძო ურთიერთობები. მე კერძო ვარ და არ მივიღებ ავადმყოფს - მიუღებელია ასეთი მიდგომა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში