პანდემიის გამო გემზე დარჩენილ მეზღვაურებს სერტიფიკატის გაუგრძელებენ 

13 მარტი 2020, 12:39 9885 ნახვა

ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ გემიდან ჩამოსვლას, სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდებათ არაუმეტეს 3 თვის ვადით გემთმფლობელის, ან საკრუინგო კომპანიის მომართვის საფუძველზე - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. 

ეს წესი ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული საქმიანობა ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე განაგრძონ. 

ახალი კორონავირუსის გამო, ყველა პორტმა გაამკაცრა წესები და ნაწილობრივ გართულებულია გემიდან ჩამოსვლა ან ასვლა. ამიტომ, სერთიფიკატების ვადის გახანგრძლივება ამ საკითხს ნაწილობრივ დაარეგულირებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში