საქართველოში მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული გემების ეკიპაჟებს ხმელეთზე არ უშვებენ 

13 მარტი 2020, 13:12 4816 ნახვა

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამკაცრებული წესები მოქმედებს საქართველოს პორტებში. ხმელეთთან კავშირი ეზღუდებათ და თერმოსკრინინგს ექვემდებარებიან გემზე მყოფი პირები, თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრი(ები) ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალია. ამ ჩამონათვალს დაემატა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ავსტრია“ - წერია საზღვაო ტრანსპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია (MARITIME DECLARATION OF HEALTH), სადაც გემის კაპიტანი დაწვრილებით აღწერს გემის ეკიპაჟის და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

თუკი აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ ნავსადგურში, ან ღუზაზე დგომის პერიოდში გემზე მყოფ რომელიმე პირს რაიმე სიმპტომი დაუფიქსირდება, გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს. შედეგად, მაქსიმალურად იზღუდება ხმელეთიდან კონტაქტი იმ მცურავ საშუალებასთან, რომელზე მყოფ პირსაც აღენიშნება რაიმე სიმპტომი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში