ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობა 6 საათზე დაიხურება

13 მარტი 2020, 14:36 15090 ნახვა

ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობა6 საათზე დაიხურება - ამის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს. იგეგმება ბაზრობის სპეციალური ხსნარით დამუშავება. 

მაღაზიები 6 საათზე დაიკეტება და ტერიტორია შეიწამლება. ბაზრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ამ ეტაპზე მუშაობის შეჩერების საფუძველი არ არსებობს და მაღაზიები ხვალიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

"ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს, ერთხელ ჩავატარეთ და დღეს კიდევ ვატარებთ. დღეს, საღამოს 7 საათზე ტარდება ეს სამუშაოები. ყოველ კვირას, სავარაუდოდ, ეს სამუშაოები იქნება. 7 დაიხურება მაღაზიები, დეზინფექცია" - განაცხადა ზვიად მელიქაძემ, რომელი "სავაჭრო ცენტრ 2009" დირექტორია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში