ბათუმის ინფექციურში ხუთ პაციენტს COVID 19 - ზე ამოწმებენ

13 მარტი 2020, 15:36 6131 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტი შეიყვანეს. ყველა მათგანს უკვე აუღეს ანალიზი COVID 19 - ზე და გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში - ამის შესახებ ამ წუთებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

"ცოტა ხნის წინ, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 5 მოქალაქე შეიყვანეს, რომლებსაც ტემპერატურა და სხვა საეჭვო სიმპტომი აღენიშნებოდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი მათი ანალიზის პასუხი. რამდენი პირია ამ წუთებში კარანტინში ბათუმში, ზაალ მიქელაძე ამ კითხვაზე აცხადებს, რომ პაციენტთა რაოდენობა მუდმივად იცვლება. მისი თქმით, ამ ეტაპზე საკარანტინო პირობების შექმნა სასტუმროებში გაცილებით იოლია, ვიდრე კლინიკებში. აჭარაში 1 500 საწოლი და 160 სასუნთქი აპარატია, რაც საერთშორისო სტანდარტებს ბევრჯერ აღემატება" - ამბობს ზაალ მიქელაძე.

აჭარაში, 13 მარტის მონაცემებით, სულ 15 პაციენტი იყო, რომელსაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.  

ის ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. [განახლებადი] 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში