თბილისი - ბათუმის  სარკინიგზო მაგისტრალთან ხანძარია

13 მარტი 2020, 17:13 2043 ნახვა

ამ წუთებში ქობულეთში, კიდევ ერთი ხანძარია. ცეცხლი თბილისი - ბათუმის დამაკავშირებებელ სარკინიგზო მაგისტრალზე, ოჩხამურის მონაკვეთან გავრცელდა.  იწვის ეკალ-ბარდი, თხილის პლანტაცია და აგურის ქარხნის ყოფილი ტერიტორია. ცეცხლი სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა.

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ, რათა საჭირო არ გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძრის დროული ლოკალიზებისთვის დამატებითი ბრიგადების გამოძახება გახდა საწირო.  შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

კიდევ ერთი ხანძარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი დაახლოებით ხუთ ჰექტარზეა გავრცელებული. იწვის მიტოვებული ჩაის პლანტაციები და საყანე ნაკვეთები.  

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში