ბათუმი პლაზას ტერიტორიიდან, იძულებით კარანტინში კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს

13 მარტი 2020, 18:16 20803 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, "ბათუმი პლაზას" ტერიტორიიდან პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კიდევ ერთი მოქალაქე  აიყვანეს, რომლებმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვიეს და ქუჩაში გამოვიდნენ. 

თვითიზოლაციაში მოქალაქეები იმ შემთხვევაში იმყოფებიან, თუ ისინი ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნდნენ და შესაძლოა ინფიცირებულები აღმოჩდნენ. ამიტომ, აუცილებელია თვითიზოლაციაში 14 დღის გატარება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოქალაქეები თვითიზოლაციის წესს არღვევენ.

ამ ფაქტის გარდა, აჭარაში, 13 მარტს პოლიციამ  9 პირი გადაიყვანა იძულებით კარანტინში. მათ შორის ერთი ქობულეთიდან იყო. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში