ბათუმის აეროპორტიდან კარანტინში ახალგაზრდა ქალი გადაიყვანეს

14 მარტი 2020, 12:35 10023 ნახვა

ბათუმელი სტუდენტი გოგონა, რომელიც იტალიაში სწავლობდა და საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა დილის 5 საათზე ჩამოფრინდა. ის სამშობლოში მინსკი-ბათუმის რეისით დააბრუნეს და ბათუმის აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს.

მგზავრების ინფორმაციით, საბაჟოზე მკაცრი სამედიცინო კონტროლი გაიარეს, მათი თქმით მედიკოსებმა რამდენიმე პირი გადამოწმების მიზნით დააყოვნეს. ბათუმში, საკარანტინო ზონაში 30-ზე მეტი პირია მოთავსებული. ცნობისთვის ეს გოგონა, რამდენიმე დღის წინ იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ ქართველებს შორის ვერ მოხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში