დონალდ ტრამპი კორონავირუსზე  ტესტს ჩაიტარებს

14 მარტი 2020, 12:15 1730 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი  კორონავირუსზე  ტესტს  ჩაიტარებს,თუმცა როდის ჯერ უცნობია.  დონალდ  ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  მიზეზი არ იქნება მისი და ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივნის შეხვედრა. ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც გასულ კვირას თეთრ სახლში იმყოფებოდა კორონავირუსი   დაუდგინდა. ვირუსის გავრცელების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომელიც კორონავირუსზე მოქალაქეების უფასოდ დიაგნოსტირებასა და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ორკვირიანი ანაზღაურებადი ბიულეტენით სარგებლობას ითვალისწინებს. დოკუმენტს კონგრესმენებმა 363 ხმით 40-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. დახმარების პაკეტს მხარს უჭერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, თუმცა ვიდრე პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ის ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს.

კენჭისყრა მომდევნო კვირას გაიმართება. აღნიშნული ზომა ფედერალურ მთავრობას ბიუჯეტიდან ვირუსთან გასამკლავებლად 50 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესაძლებლობას მისცემს.აღნიშნული ზომა ფედერალურ მთავრობას ბიუჯეტიდან ვირუსთან გასამკლავებლად 50 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესაძლებლობას მისცემს. ამჟამად აშშ-ში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 701-ია,  დაიღუპა 40 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში