ნანა ძაგნიძემ გამარჯვება ქართველ ექიმებს მიუძღვნა

14 მარტი 2020, 12:52 1885 ნახვა

კორონავირუსთან მებრძოლ ქართველ ექიმებსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს მიუძღვნა გამარჯვება ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ძაგნიძემ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ მსოფლიოს ქალთა გრან პრის მე-3 ეტაპზე შვიდი ქულა დააგროვა და გათამაშების გამარჯვებული გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში