„112“ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმებას დისტანციურად განახორციელებს

14 მარტი 2020, 15:19 1608 ნახვა

112 კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, ლიცენზირებული დაწესებულებების გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმებას დისტანციურად განახორციელებს.ასევე, 112-ის თბილისისა და რუსთავის ადმინისტრაციულ ცენტრებში, ევაკუატორით მომსახურების სერვის ცენტრში შემოსული თითოეული მოქალაქე მოწმდება, თანამშრომლები აღჭურვილები არიან პირბადითა და სპეციალური ხელთათმანით.

ქოლ-ცენტრში და ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებულია ხელის ანტიბაქტერიული გამწმენდი სითხე. დარეგისტრირებული ლიცენზირებული დაწესებულებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ელფოსტის საშუალებით გაუგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია მეილზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში