შსს მომსახურების სააგენტომ, ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი დაიწყო

14 მარტი 2020, 15:15 1640 ნახვა

მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი დაიწყო. პარალელურად, უწყების ყველა დეპარტამენტში, რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

სწორედ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19 მარტს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში