15 მარტი დონალდ ტრამპმა ლოცვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა

14 მარტი 2020, 15:06 1976 ნახვა

15 მარტი  დონალდ ტრამპმა  ლოცვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა “ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც დღესაა, ისტორიულად ქვეყანა დაცვისა და სიმტკიცისთვის ღმერთს მიმართავდა. სადაც არ უნდა იყოთ, მოგიწოდებთ ილოცოთ. ერთად  იოლად გადავლახავთ ყველაფერს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.    კორონავირუსის ეპიდემიის გამო, აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა  გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 49 ადამიანი ემსხვერპლა, 2200- მეტი კი – ინფიცირებულია. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი  კორონავირუსზე  ტესტს  ჩაიტარებს, თუმცა როდის ჯერ უცნობია. 

დონალდ  ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  მიზეზი არ იქნება მისი და ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივნის შეხვედრა. ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც გასულ კვირას თეთრ სახლში იმყოფებოდა კორონავირუსი   დაუდგინდა.

ამასთან უნდა ითქვას, რომ  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომელიც კორონავირუსზე მოქალაქეების უფასოდ დიაგნოსტირებასა და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ორკვირიანი ანაზღაურებადი ბიულეტენით სარგებლობას ითვალისწინებს. დახმარების პაკეტს მხარს უჭერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, თუმცა ვიდრე პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ის ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს. კენჭისყრა მომდევნო კვირას გაიმართება. აღნიშნული ზომა ფედერალურ მთავრობას ბიუჯეტიდან ვირუსთან გასამკლავებლად 50 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესაძლებლობას მისცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში