მდინარე ჭოროხიდან ინერტული მასალას ისევ გააქვთ

14 მარტი 2020, 18:35 1742 ნახვა

მდინარე ჭოროხიდან სავარაუდოდ ინერტული მასალის  უკანონოდ მოპოვება ხდება. დღეს ჩვენ გადავიღეთ როგორ ამოჰქონდათ  წყლიდან ქვიშა-ღორღი. ვიდეო კამერის დანახვაზე ტექნიკას, რომელიც წყალში მუშაობდა მიმართულება შეუცვალეს და ინერტული მასალის მდინარის ზედაპირზე გაფანტვა დაიწყეს. ტექნიკაზე მომუშავე პირმა გვითხრა, რომ  ტერიტორიიდან მხოლოდ  მათ მფლობელობაში  არსებული  ქვიშა-ღორღი გააქვთ და მდინარიდან შემოსული წყალი ხელს უშლიდა.

აღნიშნული ტერიტორიიდან დასაწყობებული ინერტული მასალის გასატანად ლიცენზია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს გაცემული. მოგვიანებით კი ტერიტორიაზე უკვე სატვირთო მანქანაც გამოჩნდა, რითაც სავარაუდოდ ინერტული მასალა უნდა გაეტანათ.  ფაქტის მოკვლევის მიზნით ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის  დეპარტამენტის წარმომადგენლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში