დღეს 18 საათიდან სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა შეიზღუდება

15 მარტი 2020, 11:05 4585 ნახვა

თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებების საფუძველზე დღეს 18 საათიდან სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გავრცელდება და არცერთ მხარეს მყოფ მოქალაქეებს საზღვრის კვეთის უფლება აღარ ექნება.

მოქალაქეებს, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთის აუცილებლობა აქვთ, შეუძლიათ ვალისა და კარწახის სასაზღვრო გამშვები პუნქტებით ისარგებლონ. აკრძალვა არ ვრცელდება სატვირთო მანქანებზე. ქვეყანაში იმპორტი სარფის საბაზოდანაც უწყვეტად განხორციელდება.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულოები იზრუნებენ. ჯერ უცნობია როდემდე გაგრძელდება შეზღუდვა.-ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. ცნობისთვის თურქეთში კორონავირუსის 5 შემთხვევაა დადასტურებული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში