ზიარების შემდგომი სასმელის, “სიტკბოების” მიღება შესაძლებელი იქნება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებითაც - საპატრიარქო

15 მარტი 2020, 11:10 1698 ნახვა

კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე ზიარების შემდგომი სასმელის, “სიტკბოების” მიღება შესაძლებელი იქნება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებითაც. ამის შესახებ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს თავი შეიკავონ  საზღვარგარეთ წასვლისგან, მათ შორის მოსალოცად.

აცხადებენ, რომ მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან თვითიზოლაციის წესი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას.საპატრიარქოს ცნობით საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს მოძღვრის ბინაზე მისვლა და მრევლის ამგვარად ზიარება. ცნობისთვის უსაფრთხოების მიზნით ეკლესიებისთვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია. ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში