საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა

15 მარტი 2020, 19:24 4159 ნახვა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 33 შემთხვევაა დადასტურებული.კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 427 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 73 პაციენტი რჩება.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში