ბათუმის   საკარანტინო ზონაში   გურიიდან   7 პირი გადმოიყვანეს 

15 მარტი 2020, 18:20 5917 ნახვა

თვითიზოლაციის  წესის დარღვევისთვის ბათუმის საკარანტინო სივრცეში ოზურგეთიდან შვიდი პირი იძულებით გადმოიყვანეს. მთავარს ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით გონიოში არსებულ ერთ-ერთ სასტუმროში დაახლოებით  150-მდე ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 80-მდე.

ცნობისთვის თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. უწყება მოქალქეებს მოუწოდებს დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში