Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს დროებით აჩერებს

16 მარტი 2020, 10:20 1516 ნახვა

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს აჩერებს: ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები. პოლონეთმა ყველა რეისი გუშინ შეაჩერა, ჩეხეთის მიმართულებით ფრენები კი ხვალიდან 31 მარტის ჩათვლით შეჩერდება.

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც იმყოფება აღნიშნულ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო პრობლემა შეექმნა, საკონსულოს უნდა დაუკავშირდეს.

დღეიდან დროებით ჩერდება გადაადგილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. გადაწყვეტილება არ გავრცელდება რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ. 

დროებით შეჩერებულია მიმოსვლა თურქეთთანაც, შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში