რუსეთთან მიმოსვლა შეწყდა 

16 მარტი 2020, 11:24 938 ნახვა

დღეიდან დროებით ჩერდება გადაადგილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. გადაწყვეტილება არ გავრცელდება რუსეთისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ.

შეზღუდვები ასევე  არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე. განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

დროებით შეჩერებულია მიმოსვლა თურქეთთანაც, შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში