იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368-ით გაიზარდა

16 მარტი 2020, 11:12 1754 ნახვა

თურქეთში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.  თურქეთში ერთ დღეში ვირუსის შემთხვევების მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. იტალიაში 24-საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით 368 ადამიანი დაიღუპა. ეს იტალიისთვის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ყველაზე რთული მდგომარეობა ლომბარდიაშია, სადაც ერთ დღეში 252 ადამიანი დაიღუპა. კორონავირუსის გავრცელების გამო ჩეხეთის ხელისუფლებამ,   ქვეყნის ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა.

აშშ-ის 29 შტატში კი  სკოლები დაიხურა. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი 49 შტატშია გავრცელებული და დაღუპულთა რიცხვმა 65-ს, დაინფიცირებულთა კი - 3 400-ს მიაღწია. „ესოშიეთის პრესის“ ინფორმაციით, მშვიდობის კორპუსი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას დროებით აჩერებს და მოხალისეების ევაკუაციას გეგმავს.   მშვიდობის კორპუსი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 235 000 მოხალისით ოპერირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში