საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ავიარეისებით შეძლებენ - ირაკლი ჩიქოვანი

16 მარტი 2020, 15:06 1557 ნახვა

ხვალიდან, 18 მარტის 00:00 საათიდან, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იკრძალება. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში საქართველოსა და თურქეთის ავიახაზებით შეძლებენ ჩამოსვლას.

მისი თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, უნდა გამოიყენონ ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“ ან “თურქეთის ავიახაზები“.

„როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე ესაუბრა რუსეთის წარმომადგენლებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია.  ასევე, საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ  იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ფოტო: ლინდა ბალაძე 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში