გასული წლის ბოლო კვარტალში საშუალო ხელფასი 1 319 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

17 მარტი 2020, 11:57 1806 ნახვა

სტატისტიკის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 1 319.6 ლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.6 ლარით მეტია.

უწყების ცნობით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. 

​შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 216.3 ლარი (წლიური ზრდა – 3.3 პროცენტი);

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 071.3 ლარი (წლიური ზრდა – 12.4 პროცენტი);

მშენებლობა – 2 037.1 ლარი (წლიური ზრდა – 4.1 პროცენტი);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 1 935.9 ლარი (წლიური ზრდა – 1.8 პროცენტი).

2019 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 018.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 593.2 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 112.5 და 124.7 ლარი შეადგინა.  კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალთა ხელფასს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში