რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობამ გასცა და მისი შესრულება სავალდებულოა

17 მარტი 2020, 13:53 5189 ნახვა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებისთვის ათობით რეკომენდაცია გასცა. დღეს პრემიერმა თქვა, რომ რეკომენდაციები სავალდებულოა. 

რა რეკომენდაციები გასცა მთავრობამ

1. კაფეები, ბარები, რესტორნები დისტანციური მიწოდების სერვისზე გადავიდნენ. 

2. სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება აიკრძალოს

3. სავაჭრო ობიექტებში რიგში დგომისას დაიცვან ერთმეტრიანი დისტანცია. 

4. 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები იყვნენ თვითიზოლაციაში. 

5. მოქალაქეებმა თავშეყრის ადგილებში სიარულისგან ტავი უნდა შეიკავონ. 

6. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევის გარდა არ იმოგზაურონ, დარჩნენ სახლებში. 

7. მოგზაურობიდან დაბრუნებული ყველა პირი დარჩეს თვითიზოლაციაში. 

8. კერძო ბიზნესოპერატორებს თვითნებურად პროდუქცია არ გააძვირონ, რომელზეც ქვეყანაში დეფიციტი არ არის. 

9. დაიხუროს სპორტდარაზები, საცურაო აუზები, სპაცენტრები.

​''ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული. შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს. მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. ისინი უკლებლივ ყველა უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი ვალდებულება.

კრიტიკულად მნიშვნელოვანი უკლებლივ ყველას გვესმოდეს, როგორც მოქალაქეებს, ასევე კომპანიებს, ასევე ყველა იურიდიულ პირს, რომ რეკომენდაციები, რომლებიც გაიცემა მთავრობის მიერ, არის სავალდებულო შესასრულებლად. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში