1 აპრილამდე ხოფის ბაზრობა დაიკეტება - რჩება სასურსათო განყოფილება

17 მარტი 2020, 16:12 14357 ნახვა

ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობა ხვალიდან, 18 მარტიდან 1 აპრილამდე დაიკეტება - ამის შესახებ განცხადება ბაზრობის დირექტორმა, ზვიად მელიქაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ისეც შემცირებულია მყიდველთა რაოდენობა და მოიჯარეებიც თანახმა არიან მუშაობა შეაჩერონ. 

"ხვალიდან სავაჭრო ცენტრი დაიკეტება, იმუშავებს მხოლოდ ის რიგები, სადაც სასურსათო პროდუქტებს ყიდიან. მოიჯარეებთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება პირველ აპრილამდე მუშაობა შევაჩეროთ. თუ დასტაბილურდა სიტუაცია მუშაობას განვაახლებთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება დეზინფექცია, ხვალიდან ყველა საღამოს შეიწამლება ტერიტორია"- განაცხადა "სავაჭრო ცენტრ 2009"- ის დირექტორმა ზვიად მელიქაძემ.

ბათუმში კიდევ ორი დიდი სავაჭრო ცენტრია, ერთ-ერთი ყოფილი 23 სკოლის უკან მდებარე ბაზრობა და პუშკინის ქუჩაზე ყოფილი ''უნივერსამი''. 

ასევე მუშაობს აგრარული ბაზარი. 

აჭარის მაუწყებელი ამოწმებს, აპირებენ თუ არა მუშაობის შეჩერებას აღნიშნული ობიექტებიც. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში