ბათუმში covid-19 ახალი შემთხვევა არ დადასტურდა

17 მარტი 2020, 18:17 4122 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ორ პაციენტს, რომლის ანალიზის პასუხსაც ელოდებოდნენ ახალი კორონავირუსი არ აქვთ. ზაალ მიქელაძემ თქვა, რომ ისინი საკარანტინო ზონებში ბრუნდებიან. 

დღეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, მოქალაქის ანალიზის პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

კლინიკაში covid 19-ის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მინიმალური სიმპტომები აღენიშნება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში