სამედიცინო პირბადეებს აჭარაშიც დაამზადებენ  - ეკონომიკის მინისტრი

17 მარტი 2020, 18:28 4353 ნახვა

აჭარის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რეგიონში სამედიცინო პირბადეების დამზადება იწყება. ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლებმა სამეწარმეო ხაზი უკვე გადააწყვეს. პირბადეებს  ქობულეთში მდებარე საწარმოში დაამზადებენ.

''აჭარა ტექსტილმა გადააწყო წარმოების ხაზი და იწყებს სამედიცინო პირბადეების დამზადებას. არსებულ ვითარებაში გაზრდილია მოთხოვნა, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის პირბადეების წარმოებას, რომ დეფიციტი არ შეიქმნას.

ისინი  500 000  ცალ პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემენ . ჩვენ ვიყავით არსებულ საწარმოში გათვალისწინებული აქვს ყველა რეკომენდაცია, პერსონალის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს'' - განაცხადა აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა. 

აჭარაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული. ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს კი ელოდებიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში