აჭარაში ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები დროებით იხურება - ეკონომიკის მინისტრი

17 მარტი 2020, 18:32 9047 ნახვა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონის მასშტაბით არსებული ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები დროებით იხურება. ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს. 

"აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ვირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად ხოფის ბაზარზე მომუშავე ობიექტებს პირველ აპრილამდე შეუჩერდეს საქმიანობა. შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს. აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბაზრო და სავაჭრო ლოკაციაზე. საქმიანობის შეჩერების განმავლობაში ყველა ეს ობიექტი გათავისუფლდება იჯარის გადასახადისგან"- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ. 

მინისტრმა მოუწოდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს  შეუმცირონ მოიჯარეებს იჯარის გადასახადი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში