აჭარაში სურსათის საკმარისი მარაგია - სოფლის მეურნეობის მინისტრი

17 მარტი 2020, 18:43 3032 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რეგიონში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგი არის. ტიტე აროშიძის თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ფასები მონიტორინგიც. 

''ამ ეტაპზე მაღაზიებში მარაგების საკმაო რაოდენობაა, შეშფოთების საფუძველი კი არ არსებობს. გარკვეულ პროდუქციაზე ფასების მატებას რაც შეეხება, მინდა ყველა პირს, ასევე იმპორტიორებს მოვუწოდო იმოქმედონ სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე. ფასებს ხელოვნურად ნუ გაზრდიან. ეს არის ჩვენი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი'' - განაცხადა ბრიფინგზე მინისტრმა. 

ბოლო პერიოდში სავაჭრო ცენტრებში მოქალაქეთა ნაკადი გაიზარდა. ისინი პროდუქტებს იმარაგებენ. ამბობენ, რომ ღირებულება საგრძნობლად გაზრდილია. 

გუშინ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმაც განაცხადა, რომ შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებს არ ეხება და ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ არის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში