პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდეს

18 მარტი 2020, 15:30 2933 ნახვა

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრემიერის მხრიდან გაცემული იქნა ბრძანება, რომ 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდეს.

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყო ასახული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მოსახლეობაზე მაქსიმალურად ნაკლებად ცვალებადი ფაქსები იყოს ამ პროდუქტებთან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში