ქედა-ბათუმის მიმართულებით ერთი ავტობუსი იმოძრავებს - ქედის მერია

18 მარტი 2020, 16:27 5166 ნახვა

ქედის მერიის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსების შეზღუდვების შემდეგ, მუნიციპალიტეტში არსებული ერთი ავტობუსი დანდალოს ცენტრიდან დაბა ქედის გავლით, ბათუმის მიმართულებით დღეში სამჯერ გადაადგილდება. თუ რა ინტერვალით ივლის ეს ხვალ დაზუსტდება.

შპს ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოში განმარტავენ, რომ ავტობუსი პირველ რეისს ბათუმიდან ქედის მიმართულებით შეასრულებს. მისი მოძრაობის სიხშირე კი მგზავრთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება და ავტობუსი გადაიტვირთება მგზავრებით, დაემატება მიკროავტობუსი. ქედის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გამოვიდნენ სახლებიდან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში